суббота, 14 февраля 2015 г.

დღე მე-2

            მეორე დღეს გავაგრძელეთ პროექტის შაბლონში მუშაობა.  ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ინდიკატორების კოპირება შაბლონის თემის საფუძვლებში  და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების კოპირება.  ვისწავლეთ intel-ის  სახელმძღვანელოს მიხედვით ბუკლეტების შექმნა. რომელსაც სახლში დავასრულებთ. ბუკლეტების მომზადების სწავლა დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმირებული იყოს საზოგადოება, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები.
          სახლში ვაგრძელებთ შაბლონში მუშაობას, ვავსებთ შეფასების დროის ჩარჩოს. დავალებაში იგულისხმება მასწავლებლის აქტივობა პროექტის განხორციელების დასაწყისში__ რა იციან მოსწავლეებმა და რას შეისწავლიან თემის ირგვლივ. პროექტზე მუშაობისას მასწავლებლის დაკვირვება__ მითითება შესასრულებელი დავალების და მოსწავლეებისთვის რჩევების მიცემა, პროექტის დასასრულს კი პრეზენტაციის მოსმენა და შეფასება.

Комментариев нет:

Отправить комментарий