დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო. გადავხედეთ სლაიდის ნიმუშებს და გავითვალისწინეთ რჩევები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. დღეს გავეცანით სახელმძღვანელოში V მოდულს, რაც გულისხმობს ჯგუფური მუშაობის დასრულებისას დავალების შემოწმებას და შეფასებას. ამის შემდეგ ვისწავლეთ ,,ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე" სქემის შედგენა. რომელსაც პროექტზე მუშაობის დასაწყისში გამოვიყენებთ.
ინდივიდუალური ტესტირებით დავადგენთ მოსწავლის წინარე ცოდნას, მისთვის საინტერესო კითხვარს და შევაფასებთ მასალის ათვისებას. ამის შემდეგ ვისწავლეთ ბლოგში ,,დრაივი" ანუ ბლოგის ინტერნეტული მეხსიერების გამოყენება. ეს საკითხი ჩემთვის ახალი იყო. შევქმენი დრაივში ახალი საქაღალდეები, რომლებიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას.
გაცეცანით კოლაბორაციული შეფასების სქემას და პრეზენტაციის რუბრიკებს. რომელთა შეცვლა შეგვიძლია პროექტის საჭიროების მიხედვით. აღნიშნული სქემები დაგვეხმარება პროექტზე მუშაობის დასრულებისას შეფასებაში. როგორც ყოველთვის დღესაც უამრავი დავალება მოგვცა გიორგიმ, მაგრამ წარმატებით გავართმევთ თავს, ხომ მეთანხმებით კოლეგებო?