четверг, 12 марта 2015 г.

დღე მე-9

          დღეს ჩვენი მუშაობის ბოლო დღეა. დავასრულეთ გეგმის შევსება, ტრენერის მითითებით გამოვასწორეთ ხარვეზები, რის შემდეგაც რამდენიმე მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაცია. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, გავეცანით კოლეგების ნამუშევრებს, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
          პროექტის დასრულებამდე  ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ,,პროექტებით სწავლებას'' აუცილებლად დავნერგავ სასწავლო პროცესში, ვფიქრობ, ბავშვებისთვის სწავლა უფრო საინტერესო და ხალისიანი გახდება. მათ ექნებათ საშუალება თავიანთი ნამუშევარი აუდიტორიას გააცნონ. ჩვენს ტრენერს დიდ მადლობას გადავუხდი, დახმარებისთვის და დაუღალავი შრომისთვის.   

вторник, 10 марта 2015 г.

დღე მე-8

დღე ისევ დავალების განხილვით დავიწყეთ და დავამთავრეთ გეგმაში დიფერენცირებული სწავლების შევსება. შემდეგ ვისწავლეთ yuetobe-დან ვიდეოს გადმოწერა და ბლოგზე განთავსება, ასევე ჩვენი ვიდეოს ატვირთვა. ჩვენი მუშაობა დასასრულს უახლოვდება, ჩვენ გვევალება ყველა დავალების დასრულება და დისკზე ატვირთვა. პრეზენტაციისთვის ვემზადებით.

пятница, 6 марта 2015 г.

დღე მე-7

მეშვიდე დღე კვლავ დავალების განხილვით დავიწყეთ. გავაგრძელეთ გეგმის შევსების შესწავლა. დღეს ვისწავლეთ, როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები. გავიხსენეთ ბლოგზე გვერდის დამატება და შევქმენით ახალი გვერდი__ პორტფოლიო, რომელშიც  განვათავსეთ საქაღალდეები და გადავიტანეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ყოველივე ავტვირთეთ დისკზე. ასევე დღეს ვისწავლეთ დისკზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება. ჩვენი დავალებაა მეექვსე და მეშვიდე მოდულის წაკითხვა და ამის მიხედვით გეგმის დიფერენცირებული სწავლების შედგენა. ამით ვასრულებთ ჩვენი პროექტის გეგმის შედგენას.