четверг, 12 марта 2015 г.

დღე მე-9

          დღეს ჩვენი მუშაობის ბოლო დღეა. დავასრულეთ გეგმის შევსება, ტრენერის მითითებით გამოვასწორეთ ხარვეზები, რის შემდეგაც რამდენიმე მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაცია. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, გავეცანით კოლეგების ნამუშევრებს, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
          პროექტის დასრულებამდე  ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ,,პროექტებით სწავლებას'' აუცილებლად დავნერგავ სასწავლო პროცესში, ვფიქრობ, ბავშვებისთვის სწავლა უფრო საინტერესო და ხალისიანი გახდება. მათ ექნებათ საშუალება თავიანთი ნამუშევარი აუდიტორიას გააცნონ. ჩვენს ტრენერს დიდ მადლობას გადავუხდი, დახმარებისთვის და დაუღალავი შრომისთვის.   

вторник, 10 марта 2015 г.

დღე მე-8

დღე ისევ დავალების განხილვით დავიწყეთ და დავამთავრეთ გეგმაში დიფერენცირებული სწავლების შევსება. შემდეგ ვისწავლეთ yuetobe-დან ვიდეოს გადმოწერა და ბლოგზე განთავსება, ასევე ჩვენი ვიდეოს ატვირთვა. ჩვენი მუშაობა დასასრულს უახლოვდება, ჩვენ გვევალება ყველა დავალების დასრულება და დისკზე ატვირთვა. პრეზენტაციისთვის ვემზადებით.

пятница, 6 марта 2015 г.

დღე მე-7

მეშვიდე დღე კვლავ დავალების განხილვით დავიწყეთ. გავაგრძელეთ გეგმის შევსების შესწავლა. დღეს ვისწავლეთ, როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები. გავიხსენეთ ბლოგზე გვერდის დამატება და შევქმენით ახალი გვერდი__ პორტფოლიო, რომელშიც  განვათავსეთ საქაღალდეები და გადავიტანეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ყოველივე ავტვირთეთ დისკზე. ასევე დღეს ვისწავლეთ დისკზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარება. ჩვენი დავალებაა მეექვსე და მეშვიდე მოდულის წაკითხვა და ამის მიხედვით გეგმის დიფერენცირებული სწავლების შედგენა. ამით ვასრულებთ ჩვენი პროექტის გეგმის შედგენას.

суббота, 28 февраля 2015 г.

დღე მე-6

             დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო. გადავხედეთ სლაიდის ნიმუშებს და გავითვალისწინეთ რჩევები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. დღეს გავეცანით სახელმძღვანელოში V მოდულს, რაც გულისხმობს ჯგუფური მუშაობის დასრულებისას დავალების შემოწმებას და შეფასებას. ამის შემდეგ ვისწავლეთ ,,ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე" სქემის შედგენა. რომელსაც პროექტზე მუშაობის  დასაწყისში გამოვიყენებთ.
ინდივიდუალური ტესტირებით დავადგენთ მოსწავლის წინარე ცოდნას, მისთვის საინტერესო კითხვარს და შევაფასებთ მასალის ათვისებას. ამის შემდეგ ვისწავლეთ ბლოგში ,,დრაივი" ანუ ბლოგის ინტერნეტული მეხსიერების გამოყენება. ეს საკითხი ჩემთვის ახალი იყო. შევქმენი დრაივში ახალი საქაღალდეები, რომლებიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას.
             გაცეცანით კოლაბორაციული შეფასების სქემას და პრეზენტაციის რუბრიკებს. რომელთა შეცვლა შეგვიძლია პროექტის საჭიროების მიხედვით. აღნიშნული სქემები დაგვეხმარება პროექტზე მუშაობის დასრულებისას შეფასებაში. როგორც ყოველთვის დღესაც უამრავი დავალება მოგვცა გიორგიმ, მაგრამ წარმატებით გავართმევთ თავს, ხომ მეთანხმებით კოლეგებო?     

четверг, 26 февраля 2015 г.

დღე მე-5

           დღევანდელი დღე საინტერესო იყო. განვიხილეთ საშინაო დავალება, გავეცანით კოლეგების მიერ მომზადებულ სლაიდებს. ვაგრძელებთ ბლოგის ინსტრუმენტების შესწავლას, დღეს ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი მოსაზრება.ასევე პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მივცემთ რჩევას.int-ის სახელმძღვანელოში გავეცანით საიტების საავტორო უფლებების დაცვას, ყოველივე გამოგვადგება საიტის სწორად გამოყენებისთვის.
          ჩვენი დავალებაა პროექტის შესრულების დროს მოსწავლისთვის მისაცემი  დავალების მომზადება, ეს იქნება ბროშურა, სლაიდი ან გაზეთი, რომლის განხორციელებისთვის აუცილებელია ჩეკლისტის მომზადება.  მოსწავლე მითითებული ჩეკლისტის მიხედვით ამზადებს საპრეზენტაციო დავალებას. ჩემ მიერ შერჩეული დავალება იქნება სლაიდ-შოუ. რაც ძალიან მომწონს, იმედია ბავშვებიც ხალისით მოამზადებენ დავალებას. ნახვამდიიიიიიის! 

დღე მე-4

        გავარჩიეთ საშინაო დავალება,ამასთან დაკავშირებით გავითვალისწინებთ ტრენერის რჩევებს.  ამის შემდეგ ვისწავლეთ ბლოგში ინსტრუმენტის დამატება, ვქმნით ბლოგში სასურველ  ,,გაჯეტებს". ჩემი ბლოგის მენიუს დავამატე ორი გვერდი ,,ჩემ შესახებ" და ,,ფოტო გალერეა". მომავალში დავამატებ საჭირო გვერდს, რომ უფრო საინტერესო და სრულყოფილი გახდეს ჩემი ბლოგი. ასევე დღეს დავასრულეთ  ბროშურის ელექტრონული ვერსიის გეკეთება. შევქმენით პროექტთან დაკავშირებული ბროშურა, რომელსაც დავასრულებთ სახლში და გადავუგზავნით ტრენერს. ვისწავლეთ სლაიდის შექმნა და ამის დახმარებით პრეზენტაციის გაკეთება. სახლში ვასრულებთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციისთვის სლაიდს.